რესტორანი

ყველას აქვს საყვარელი რესტორანი, სადაც მათ უყვართ ჭამა. ერთ-ერთი საუკეთესო რესტორანი ძველ თბილისში არის – The Terrace 21. ამ საოცარი ადგილიდან იხსნება ულამაზესი ხედები სამი ტერასიდან, აგრეთვე ის სთავაზობს გემრიელ ქართულ და ევროპულ კერძებს ყველა გურმანისთვის.

The Terrace 21 არა მარტო დახვეწილი ადგილია, საჭმელის მისართმევად, არამედ შესანიშნავი სანავიგაციო წერტილია: თბილისის ცნობილი გოგირდის აბანოები, მდინარე მტკვარი, მეტეხის კლდე, ლეღვთახევი, ნარიყალას ციხე, თბილისის პატარა ვიწრო ქუჩები, ავთენტიკური არქიტექტურით, მრავალფეროვანი აივნებით – ეს ყველაფერი მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმისა, რაც თქვენ შეგიძლიათ ნახოთ დელიკატესების მირთვისას, რომელიც მომზადებულია ჩვენი პროფესიონალური შეფ-მზარეულით.

 

საჭმელი გემრიელი, ღვინო ქართული, პერსონალი ყოველთვის იღიმის. კომფორტული ავეჯით და სასიამოვნო ატმოსფერით თქვენი მოდუნებისთვის – რაზე კიდევ შეგიძლიათ იოცნებოთ? თითოეული სტუმარი ჩვენთვის განსაკუთრებულია – როგორც ქართულ ანდაზაშია ნათქვამი: “სტუმარი ღვთისაა”, აქედან გამომდინარე მას უნდა შესაბამისად მოექცეთ.

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს რესტორანში, სადაც თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ ცნობილ ქართულ სანელებლებს და Terrace 21 რესტორანის ღვინოებს.