ჩვენს შესახებ

ვინ ვართ და რას ვსაქმიანობთ

ჩვენი ისტორია

სასტუმრო “აივანი” 4* მდებარეობს დედაქალაქის ყველაზე პრესტიჟულ და ლამაზ რაიონში, იმ ადგილის მახლობლად, სადაც 1500 წლის წინ დაარსდა ქალაქი თბილისი, ორი წუთის სავალზე ცნობილი გოგირდის აბანოებისგან, რომლებიც მდებარეობენ ძველი ქალაქის ცენტრში. თბილისის გოგირდის აბანოები – თბილისის ცენტრის ერთ-ერთი გამორჩეული ღირსშესანიშნაობაა.

 ამ აბანოების განსაკუთრებულება იმაშია, რომ წყალი მანდ მიეწოდება უშუალოდ მიწიდან, ეს წყალი თბილია და შეიცავს დიდი რაოდენობის გოგირდს. ეს ადგილი არა მარტო საინტერესოა, არამედ სასარგებლოა, ის ითვლება დედაქალაქის №1 ღირსშესანიშნაობათ. ამას აქვს ობიექტური მიზეზები – ეს თბილის წყაროები არსებობს უძველეს ეპოქებიდან და ზუსტად ისინი გახდნენ ქალაქ თბილისის დაარსების მიზეზი, თვითონ ქალაქის დასახელებაც ნიშნავს “თბილი ქალაქი”. გოგირდის აბანოების გვერდით შეგიძლიათ ნახოთ მიმინოს ბრინჯაოს ქანდაკება ხოხობით კლანჭებში. ზუსტად ამ ისტორიულ ადგილას მდებარეობს ჩვენი სასტუმრო.

ძველი ქალაქი მთლიანად მდებარეობს მთების ფერდობებზე, ამიტომაც ნომრების ფანჯრებიდან და აივნებიდან იხსნება საოცარი ხედი მტკვარზე, ყველა კონფესიებზე და ღირსშესანიშნაობებზე.

სასტუმროს აქვს 24 ნომერი, და თავის სტუმრებს სთავაზობს არჩევანს: სტანდარტული ნომერი, ეკონომი, მანსარდის, საოჯახო ნომერი და ლუქსი. თანამედროვე მდიდრული დიზაინი, უფასო Wi-Fi, LED-ტელევიზორი საერთაშორისო არხებით, კლიმატ-კონტროლის სისტემა, და ბევრი სხვა, რაც ყველა ოთახში ქმნის საჭირო კომფორტს სტუმრების სასიამოვნო დასვენებისთვის.

სასტუმროს ჰქვია აივანი, რადგან სასტუმრო თითქმის მთლიანად გარშემორტყმულია აივნებით, ეს იდეალური ადგილია ოჯახის დასვენებისთვის, სამი მდიდრული ტერასა დაამშვენებს თქვენს რომანტიკულ საღამოს, სასტუმროს სამზარეულო კი საოცარია – ქართულ-ევროპული… კოლორიტული რესტორანი, სადაც ტარდება საუზმე, გაფორმებულია ძველებურ ვინტაჟურ სტილში, და თქვენ თავს იგრძნობთ რამდენიმე საუკუნის წინანდელ თბილისში – ზღაპრულ და ისტორიულ სამყაროში…

სასტუმროს აქვს მცირე დარბაზი ბიზნეს-შეხვედრებისთვის, “აივანი” აგრეთვე გამოადგება საქმიანი მივლინებისთვის, კორპორატიული და გასართობი ღონისძიებებისთვის. ჩვენ გთავაზობთ უამრავ მომსახურებას – მანქანების იჯარა, ბალნეოლოგიური პაკეტები, ტურისტული და ინვენტ სერვისები.

შექმენი საკუთარი ზღაპარი ლეგენდების ქალაქში

Stay with luxure

ფაქტები აივანზე