რესტორანი

ყველას აქვს საყვარელი რესტორანი, სადაც მათ უყვართ ჭამა. ერთ-ერთი საუკეთესო რესტორანი ძველ თბილისში არის – The Terrace № 21. ამ საოცარი ადგილიდან იხსნება ულამაზესი ხედები სამი ტერასიდან, აგრეთვე ის სთავაზობს გემრიელ ქართულ და ევროპულ კერძებს ყველა გურმანისთვის.

The Terrace № 21 არა მარტო დახვეწილი ადგილია, საჭმელის მისართმევად, არამედ შესანიშნავი სანავიგაციო წერტილია: თბილისის ცნობილი გოგირდის აბანოები, მდინარე მტკვარი, მეტეხის კლდე, ლეღვთახევი, ნარიყალას ციხე, თბილისის პატარა ვიწრო ქუჩები, ავთენტიკური არქიტექტურით, მრავალფეროვანი აივნებით – ეს ყველაფერი მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმისა, რაც თქვენ შეგიძლიათ ნახოთ დელიკატესების მირთვისას, რომელიც მომზადებულია ჩვენი პროფესიონალური შეფ-მზარეულით.

 

საჭმელი გემრიელი, ღვინო ქართული, პერსონალი ყოველთვის იღიმის. კომფორტული ავეჯით და სასიამოვნო ატმოსფერით თქვენი მოდუნებისთვის – რაზე კიდევ შეგიძლიათ იოცნებოთ? თითოეული სტუმარი ჩვენთვის განსაკუთრებულია – როგორც ქართულ ანდაზაშია ნათქვამი: “სტუმარი ღვთისაა”, აქედან გამომდინარე მას უნდა შესაბამისად მოექცეთ.

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს რესტორანში, სადაც თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ ცნობილ ქართულ სანელებლებს და Terrace 21 რესტორანის ღვინოებს.

ჩვენი რესტორანი “ტერასა №21” ერთ-ერთი გამორჩეულია მთელ თბილისში.

თქვენ აღმოჩნდებით ისტორიულ თბილისში, იხილავთ ნივთებს, რომლებმაც გაუძლეს დროს და თავად შეეხებით ისტორიას.

აქვე დაგხვდებათ სასიამოვნო, ცოცხალი მუსიკა და ლამაზი ინტერიერი.

დარბაზი გათვლილია 50 პერსონაზე.

უგემრიელესი ქართული და ევროპული კერძები კიდევ უფრო შთამბეჭდავს გახდის თქვენს დასვენებას სასტუმრო აივანში.